28.ივნისი .2020 11:13

ევროკავშირი 14 ქვეყნისთვის გახსნის საზღვრებს, მათ შორის საქართველოსთვის – Le Monde

views 2087
უკან

ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის საკითხზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ქვეყნებს შორის საქართველოც არის.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს 1 ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამგზავრება შეეძლებათ, შემდეგია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, 1 ივლისს ევროკავშირის ყველა წევრმა ჩამოთვლილი 14 ქვეყნიდან ყველა მათგანისთვის საზღვრები არ გახსნას, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ნუსხის მიღმა, სხვა ქვეყნებიდან მგზავრების მიღებას ამ ეტაპზე არ განიხილავენ.