ლუქსემბურგში გამართული 16-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები 2035 წლიდან ახალი ამკრძალავი ზომის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ევროკავშირის მასშტაბით აიკრძალება შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი CO2 ემისიების მაქსიმალური შემცირება და ელექტრიფიკაციის კამპანიის ხელშეწყობაა. კანონმდებლების შეფასებით, ტრადიციულ საწვავზე (ბენზინი, დიზელი, გაზი) მომუშავე ავტომობილების აკრძალვა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გარემოსდაცვითი მიზნების შესრულების პროცესში.
საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებების პროცესში საწვავის სრული აკრძალვის ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა გერმანია, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე ავტოინდუსტრია აქვს. გერმანიის წინააღმდეგობის შედეგად, პროექტის საწყისი ვერსია შეიცვალა და ახალ კომპრომისულ შეთანხმებაში გამონაკლისის სახით დაიშვა ის ავტომობილები, რომლებიც „CO2-ნეიტრალურ“ საწვავს მოიხმარენ, რაც არ გულისხმობს უშუალოდ ელექტრომობილებს.
„ეს არის მკაფიო მესიჯი იმისა, რომ ჩვენ კლიმატის ცვლილების ფარგლებში დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ეს შეთანხმება ავტოინდუსტრიას მოსამზადებლად საჭირო დროს და გონივრულ ვადებს აძლევს“, - განაცხადა გერმანიის გარემოსდაცვის მინისტრმა სტეფი ლემეკმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი