მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი აპირებს ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს

5f3780cd1575e
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 11:00
901
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესონ. კერძოდ, ევროკავშირი აპირებს დააწესოს გარკვეული შეზღუდვები ბელარუსის მთავრობის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აქციების დარბევაზე.

ჯერჯერობით უცნობია თუ რას მოიცავს სანქციები, ასევე ზუსტად არ არის განსაზღვრული სანქცირებულ მაღალჩინოსთა სია.

ცნობისთვის, ბელარუსში უკვე ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობა ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ბელარუსში ეკონომიკური პრობლემები მწვავდება