მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროკავშირი ბიზნესისთვის‘’ - დღეს და ხვალ ევროპალატა პროექტის ონლაინ პრეზენტაციას მართავს

5faba85a2cb11
თელარა გელანტია
12.11.20 09:00
1016
12-13 ნოემბერს, ევროპალატა „ევროკავშირი ბიზნესისთვის’’ ონლაინ პრეზენტაციას გამართავს.

აღნიშნულ პროექტს საქართველოში სავაჭრო პალატა განახორციელებს, რომლის ფარგლებში ქართველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ უცხოელ ბიზნეს პარტნიორებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

როგორც bm.ge-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ონლაინ პრეზენტაციისას მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ პროექტის შესახებ ინფორმაციას და იმ სამომავლო აქტივობებს, რომელიც პოტენციური ბენეფიციარებისთვის იგეგმება.
შევხედრაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას შეეძლება, რომელიც საქმიანობს კრეატიული ინდუსტრიის, ტექსტილის, ტურიზმის, ბიო-ორგანული საკვებისა და ღვინის სექტორში.

პრეზენტაციაზე დასასწრებად, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3k7FISk  
პროექტში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ბელარუსულ და მოლდოვურ კომპანიებს.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 6.5 მილიონი ევროა და თითოეულ მონაწილე ბიზნესს მაქსიმუმ 60 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.