მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინზე ტარიფს აწესებს

5f85af84334e0
ნათია თაქთაქიშვილი
13.10.20 20:21
888
ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინს 48%-იან ტარიფს დაუწესებს. ტარიფის დაწესება ჩინეთიდან წარმოუდგენლად დაბალ ფასში იმპორტირებულმა ალუმინმა განპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი რეგულაციები 14 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

იმპორტირებულ პროდუქციას ტარიფი, სავარაუდოდ, აპრილამდე დაემატება. თუმცა მანამდე უნდა დასრულდეს მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ახორციელებდა თუ არა ჩინეთი დემპინგს და შეჰქონდა თუ არა ევროპულ ბაზარზე ალუმინი გაცილებით დაბალ ფასად.

აღნიშნული ეჭვის დადასტურების შემთხვევაში კი, ტარიფები მომდევნო 5 წლის ვადით შენარჩუნდება.