18.ივლისი .2022 18:10

ევროკავშირი და აზერბაიჯანი გაზის გაორმაგებულ იმპორტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და აზერბაიჯანი გაზის გაორმაგებულ იმპორტზე შეთანხმდნენ
views 1971
უკან

ევროკავშირი აზერბაიჯანთან  2027 წლისთვის გაზის გაორმაგებულ იმპორტზე შეთანხმდა. კერძოდ, დღეს ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს გაზის იმპორტის გაორმაგებას სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის. 

“დღეს, ურთიერთგაგების მემორანდუმით ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით, რომელიც საკვანძო პარტნიორია რუსული საწვავისგან თავის ასარიდებლად”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში.  

როგორც Reuters-ი წერს, აზერბაიჯანი უკვე ზრდის ევროკავშირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობას 8.1 მილიარდი კუბური მეტრიდან [2021 წელს] და მოსალოდნელია, რომ 2022 წელს მისი მოცულობა 12 მილიარდს მიაღწევს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი გაზის მიწოდების ალტერნატივებს ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა