მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და EBRD ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდიან

60df65740ad0a
თამთა ჯიჯავაძე
02.07.21 23:11
746
ევროკავშირი და EBRD ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU)ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით.

EBRD გამოუყოფს 10 მილიონ ევროს სესხს "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70% დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში - წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე.

სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო პროკრედიტ ბანკის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.