მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსთვის 20 მლნ ევრომდე გამოყოფს

60680dd15c880
BM.GE
03.04.21 10:36
776
ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის ახალი, მასშტაბური პროგრამის დეტალები განიხილეს. პროგრამა, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, გარემოს დაცვის მიმართულებით 20 მლნ ევრომდე ოდენობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყება 2,5 მლნ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარების ორი პროექტიც.