მსოფლიოს უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე მორიგ სკანდალში ეხვევა - ამჯერად ილონ მასკს სანქციებითა და ჯარიმებით ევროკავშირი ემუქრება.
საქმე მასკის მიერ Twitter-ზე ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის შემთხვევას უკავშირდება, კერძოდ, მიმდინარე კვირას სოციალური ქსელის ანგარიშები ახსნა-განმარტების გარეშე შეუჩერდათ: CNN-ის, New York Times-ის, Washington Post-ის, MSNBC-ის, Vox-ის, VOA-სა და The Intercept-ის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ილონ მასკსა და მის კომპანიებს კრიტიკული პერსპექტივიდან აშუქებდნენ.
გამჭვირვალობისა და ღირებულებების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუოროვამ განაცხადა, რომ უმიზეზოდ ჟურნალისტების დაბლოკვა და ინფორმაციის შეზღუდვა შემაშფოთებელია, რაც ევროკავშირის მედია თავისუფლების კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
„ევროკავშირის კანონმდებლობა ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემას მოითხოვს. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია და ამას შესაბამისი სანქციებიც მოჰყვება - ეს შემთხვევა კი სწორედ ასეთია“, - განაცხადა კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ევროკავშირს სანქცირების რამდენიმე მექანიზმი აქვს, მათ შორის ყველაზე მწვავე პლატფორმის სრული აკრძალვა ან მის ხელმძღვანელობაზე პერსონალური სანქციების დაწესებაა. გარდა ამისა, EU-ს კანონმდებლობით სოციალური პლატფორმებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ჯარიმაც, რომელიც კომპანიის წლიური შემოსავლების 6%-ს აღწევს.
ჟურნალისტების დაბლოკვას და დეპლატფორმიზაციას დასავლური სახელმწიფოების მასშტაბით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ზემოხსენებული გამოცემებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მასკმა დაბლოკილი ანგარიშები დაუყოვნებლივ აღადგინოს და ბოდიში საჯაროდ მოიხადოს.
ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ დაბლოკილ ჟურნალისტებს Twitter-ის წესდება არ დაურღვევიათ, მათი ანგარიშების შეზღუდვა კი მხოლოდ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ისინი ილონ მასკის შეხედულებებს არ იზიარებდნენ.
ცნობისთვის, მასკი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა, სწორედ ამიტომ მან Twitter-ზე ცენზურისა და კონტენტის მოდერაციის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი