15.იანვარი .2020 21:43

ევროკავშირი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ტრილიონ ევროს დახარჯავს

views 1017
უკან

ევროკავშირმა კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ამბიციური ფინანსური გეგმა „მწვანე გარიგება“ (Green Deal) წარადგინა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი სქემით, ევროკავშირი 1 ტრილიონ ევროს დახარჯავს იმისთვის, რომ ეკონომიკა მომდევნო 10 წლის მანძილზე უფრო ეკომეგობრული გახდეს.

ევროკომისიის მიხედვით, სახსრების მოზიდვა იგეგმება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან, მათ შორის ევროკავშირი აპირებს, ბიუჯეტის მეოთხედი აღნიშნული პროექტისთვის გამოყოს.

Euronews-ი აცხადებს, რომ 100 მილიარდი ევროს მოძიება იგეგმება საჯარო სექტორიდან, ხოლო 300 მილიარდ ევროსი კი -  კერძო სექტორისგან.

პროექტის მიზანია, 2050 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნახშირბად-ნეიტრალურები გახდნენ.