მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მოგზაურებისთვის "COVID პასპორტის" გაცემას განიხილავს - The Sun

5eaab30b98388
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 15:22
3209
ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლები მოგზაურებისთვის ე.წ. “COVID-19 პასპორტების” გაცემის საკითხზე მსჯელობენ - მიზანი წლევანდელი დასვენების სეზონის გადარჩენაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საკითხი EU-ს წევრი სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნული ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა გარი კაპელიმ დაადასტურა. მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტი დაზარალებული ტურისტული სფეროს აღორძინების საქმეში უსაფრთხოების გარანტი გახდება.

„რამდენიმე დასკვნამდე მივედით. კერძოდ, გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ. ეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით "COVID-პასპორტი", რომელიც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს“, - განაცხადა კაპელიმ.