მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს

600feefa6def1
ნათია თაქთაქიშვილი
26.01.21 14:41
1108
ევროკავშირი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. განცხადების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას აჩენს.

ევროკავშირის ახალი რეგულაციის თანახმად, ყველა პირმა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი. აღსანიშნავია, რომ ტესტის ჩატარების ხანდაზმულობა 72 საათს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები კოვიდ-ტესტის გაკეთებას ევროპის ნებისმერ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგაც შეძლებენ.

რაც შეეხება EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, მათ ტესტის პასუხთან ერთად შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება.

ევროკომისია, ასევე, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.

ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. კერძოდ, ბოლო 14 დღეში COVID-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი, ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აჭარბებდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს. ასევე, გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა, ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსის ახალი შტამი.