მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან დაიწყებს

603e47a1d11ca
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.21 20:30
2459
ევროკავშირი ციფრული „მწვანე პასპორტის“ დანერგვას 17 მარტიდან შეუდგება, რაც ევროკავშირის მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ციფრული „მწვანე პასპორტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„ციფრული მწვანე პასპორტის შექმნის მიზანი ტურისტული ან სამსახურეობრივი საქმისთვის მოქალაქეების ევროკავშირში ან საზღვარგარეთ უსაფრთხო გადაადგილებაა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის ეცდება თავიდან აიცილოს იმ მოქალაქეების დისკრიმინაცია, რომლებსაც ვაქცინა არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.