მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალს ვაჟა გაფრინდაშვილის "დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ" მოუწოდებს

5dfe03a596a63
BM.GE
21.12.19 15:40
994
ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

20 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირი ექიმის გათავისუფლებას ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაუყოვნებლივ ითხოვს.

განცხადება ევროკავშირმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა ექიმს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.