ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირდება. Eurostat-ის მონაცემებით, რომელიც 2022 წლის თებერვალ-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, სავაჭრო ბრუნვის შემცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც უკავშირდება, რაც ვაჭრობაზე შეზღუდვებსაც გულისხმობს. სანქციების ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემი წლის ბოლოს გახდა.
ევროკავშირ-რუსეთს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ევროკავშირში რუსეთის იმპორტის წილი 9.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა. იგივე პერიოდში [2022 წლის თებერვალ-დეკემბერი] რუსეთის წილი ევროკავშირის ექსპორტში 4-დან 2%-მდე შემცირდა. რუსეთთან სავაჭრო დეფიციტმა პიკს 18.2 მილიარდ ევროს მარტში მიაღწია, თუმცა დეკემბრისთვის ის 6 მილიარდ ევრომდე შემცირდა. რუსეთიდან იმპორტი მარტში 53%-ით 21.8 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო დეკემბერში 10.3 მილიარდი ევრო შეადგინა.
Eurostat-ის თანახმად, განსაკუთრებით შემცირებულია რუსული ქვანახშირის, ბუნებრივი გაზისა და პესტიციდების იმპორტი. კერძოდ, 2021 წელთან შედარებით 45%-დან 22%-მდეა შემცირებული ქვანახშირის იმპორტი, 36%-დან 21%-მდე შემცირდა ბუნებრივი გაზის იმპორტი, ხოლო პესტიციდების იმპორტი 29%-დან - 22%-მდე.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცეს. სანქციების ეს ნაწილი სრულ აკრძალვას ითვალისწინებს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო გზით იმპორტირებაზე. გამონაკლისი მხოლოდ მილსადენით იმპორტირებული ნავთობია. მანამდე ძალაში შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა. ევროკომისიის შეფასებით, აკრძალვა რუსეთის ქვანახშირის სრული იმპორტის ერთ მეოთხედს შეეხება, რაც წელიწადში 8 მილიარდი ევროს დანაკლისს ნიშნავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო