მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე ვერ თანხმდება

6385b86c0f8dd
გიორგი თოლორდავა
29.11.22 15:14
584
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთკვირიანი განხილვის შემდეგაც კი ვერ თანხმდებიან რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების საკითხზე.

საქმე ისაა, რომ "დიდი შვიდეულის" ინიციატივა ბარელ რუსულ ნავთობზე ლიმიტის 65-70 დოლარის ფარგლებში დაწესებას ითვალისწინებს, თუმცა პოლონეთი, ლიეტუვა და ესტონეთი დაჟინებით მოითხოვენ, რომ ზედა ზღვარი გაცილებით უფრო დაბლა, ბარელ ნავთობზე 30-40 დოლარის ფარგლებში უნდა დაწესდეს, რათა კრემლის საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობი ამჟამად 64 დოლარად ივაჭრება, შესაბამისად, G7-ის ინიციატივა არათუ რეალური შემზღუდავი მექანიზმი, არამედ საბაზრო ფასზე მაღალი ნიშნული იქნება, რომელიც სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

პოლონეთის საპირისპირო პოზიციას იკავებენ საბერძნეთი, მალტა და კვიპროსი, რომელიც მოითხოვენ, რომ ლიმიტი 70 დოლარზე მაღლაც კი უნდა დაწესდეს.

აღსანიშნავია, რომ ფასის ლიმიტი 5 დეკემბერს უნდა ამოქმედდეს, მაგრამ თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, მაშინ ევროკავშირს ზემოხსენებული სანქციის ამოქმედების თარიღის გადაწევა ან პირობების შეცვლა მოუწევს.