მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს კრძალავს - მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია

61a1389e93168
თამთა ჯიჯავაძე
26.11.21 23:13
789
ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელსაც "ომიკრონს" უწოდებენ.

როგორც ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი აცხადებს, ბლოკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები აკრძალონ მას შემდეგ, რაც ახალი შტამის პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. აკრძალვა შეეხება ბოტსვანას, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკას, ზიმბაბვესა და ესვატინის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. თუმცა მეცნიერების თქმით, მათ ვირუსის ახალ მუტაციასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი აქვთ შესასწავლი.

პირველადი მონაცემების შედეგად კი WHO-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში სხვა შტამებთან შედარებით რეინფიცირების უფრო მაღალი რისკი არსებობს.