მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

565be68e87253
BM.GE
30.11.15 09:58
1430
ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ახალი დახმარების პაკეტი საქართველოსთვის ევროკომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა. თანხა ძირითადად საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი რეფორმების განხორციელებას მოხმარდება. 100 მილიონ ევროიანი დახმარების პაკეტი ოთხი კომპონენტისაგან შედგება და მოიცავს საჯარო ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, "ენპარდის" მეორე ფაზის განხორციელებას, ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოს ძირითადი საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების ფასილიტაციას, რაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას გულისხმობს.