19.ივლისი .2022 00:30

ევროკავშირი უკრაინას კიდევ €500 მილიონით დაეხმარება

ევროკავშირი უკრაინას კიდევ €500 მილიონით დაეხმარება
views 310
უკან

ევროკავშირი უკრაინას, შეიარაღების მიწოდების დასაფინანსებლად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულის შესახებ დღეს შეთანხმდნენ. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა, აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული მეხუთე ტრანში იქნება.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.