მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს გააძლიერებს

64770c391f062
გიორგი თოლორდავა
31.05.23 13:02
1383
ევროკავშირის ხელმძღვანელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმას, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტთან და საბჭოსთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

გადაწყვეტილების მიღების მიზანი მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებია და არალეგალური აქტივობების აღმოფხვრაა. აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმი ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულია და ეს შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავს.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თუმცა ამ ინიციატივამ ისიც გამოავლინა, რომ უვიზო რეჟიმმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს არალეგალურ მიგრაციასაც და რისკების ზრდასაც. მაგალითად, გასულ წლებში ბალკანური სახელმწიფოები ერთგვარ ტრანზიტულ ზონად იქცნენ და მათი დახმარებით ევროკავშირში შესვლა უჩვეულოდ დიდი რაოდენობით მიგრანტებმა შეძლეს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილება 2023 წლის ბოლომდე იქნება მზად და ის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს დაამკვიდრებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 61 სახელმწიფოსთან აქვს, მათ შორის საქართველოსთან.