მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი წლის ბოლოდან რეცესიის დაწყებას პროგნოზირებს

637219a40ddd8
გიორგი თოლორდავა
14.11.22 15:36
609
ევროკომისია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გაახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. კომისიის ვარაუდით, მიმდინარე წლის IV კვარტლიდან ევროკავშირის მასშტაბით რეცესია განვითარდება და ის რამდენიმე კვარტალის განმავლობაში გაგრძელდება, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლომდე.

განახლებული პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის 3.3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი; 2023 წლის მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 0.3%-ს შეადგენს, ნაცვლად 1.4 პროცენტისა. 2024 წლისთვის კი მშპ-ის 1.6%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდას, კომისია 2022 წლის ინფლაციის საშუალო დონის ზრდას 8.5%-მდე პროგნოზირებს, 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 6.1%-მდე გაიზარდა. 2024 წლისთვის კი ინფლაციის 2.6-3.0%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.