მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირიდან ძალიან ცოტა ტურისტი ჩამოვა, ეს არის ზღვაში წვეთი - რატომ არ ვხსნით საზღვრებს?

5efd99e49e7c1
ინგა მურუსიძე
02.07.20 12:34
1362
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, თუ რატომ არ გახსნა მთავრობამ საზღვრები და ავიამიმოსვლა.

„ბოლო დღეებში ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, თუ რატომ ვაგვიანებთ, რატომ არ ვხსნით ფრენებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ მოვხვდით 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა. თუმცა, გუშინ და დღეს ვიგებთ, რომ ყველა ქვეყანას ერთგვაროვანი მიდგომა არ აქვს ამ საკითხის მიმართ, მაგალითად ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ ფრენების აღდგენის საკითხი გადადოს 30 სექტემბრამდე. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ჩვენი გადაწყვეტილება ექვემდებარება შემდეგ ლოგიკას - ევროკავშირიდან დღეს რა რაოდენობის ადამიანიც შეიძლება ჩამოვიდეს, ეს არის საკმაოდ მცირე რაოდენობა ადამიანებისა იმ გაუარესებული სენტიმენტების და განწყობების გამო, რომელიც დღეს მსოფლიო ტურიზმთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წელს საქართველო დაახლოებით 10 მლნ ტურისტს ელოდა და 50 ათასი ტურისტის შემოსვლა „იქნება ზღვაში წვეთი“.

„50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს, წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთი იქნება. მათი 1% რომ დაინფიცირებული იყოს, შესაძლოა საკმაოდ საფრთხისშემცველი იყოს და დაავადების გავრცელება გამოიწვიოს. ანუ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არავისთან გავხსნით საზღვრებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სიფრთხილით მოვეკიდებით და ან ქვეყნები სწორად შევარჩიოთ, ან უსაფრთხოების წესები ისე შევარჩიოთ, რომ ეპიდაფეთქება ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.