მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება კი არ არის რუსეთის თავდასხმის მიზეზი, არამედ რუსეთის იმპერიალიზმი - პრეზიდენტი

6477671c3f25e
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 19:56
485
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 13 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს პირველად მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, არც NATO-ს და არც ევროკავშირის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და თავდასხმის მიზეზი თავად რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკაა.

“მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გაიგოს და დაეთანხმოს, რომ მას ასევე აქვს საზღვრები. ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება არ დამუქრებია ან უბიძგებია რუსეთისთვის შეტევაზე გადასულიყო, ეს არის რუსეთის საკუთარი იმპერიალისტური ბუნება. რუსეთი უკრაინაში პოლიტიკურად უკვე დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც ბევრი ასპექტით დამარცხდა. მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია როდის დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.
„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”,-თქვა ღარიბაშვილმა.