მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის არაწევრ რომელ ქვეყანას გაუხსნის ესპანეთი საზღვარს, ჯერ უცნობია

5ef083d63977a
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.20 15:02
1092
ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირას გადაწყვეტს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ განაცხადა, ესპანეთის მთავრობა ქვეყანაში ვიზიტორების შეშვების საკითხს ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს.

როგორც მანამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, ესპანეთში ჩასული ვიზიტორებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები ესპანეთში ჯერ არ დაიშვებიან.

მისი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხი ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმით შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ესპანეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი უკვე გახსნა.

ესპანეთი ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად ქვეყანას საშუალოდ 80 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

ესპანეთი კორონავირუსის შედეგად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ესპანეთში რეგისტრირებულია COVID-19-ის 246,272 შემთხვევა, გარდაიცვალა 28,323 ინფიცირებული.