მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთის მეგზური დაიბეჭდება

62eec7d955451
ანუკა ჯოხაძე
07.08.22 15:00
829
დასურათებული პუბლიკაცია სვანეთში მე-20 საუკუნეში მოღვაწე საჯარო ფიგურის სილიბისტრო ნავერიანის საარქივო მასალებზე დარყდნობით შეიქმნა.

უნიკალური მასალები ნავერიანის შთამომავალმა, რუსუდან ნავერიანმა სხვენში წლების წინ აღმოაჩინა.

როგორც რუსუდან ნავერიანი BM.GE-თან აცხადებს, სილიბისტრო ნავერიანის მიერ შესრულებული მასალები ისეთ ცნობებს უყრის თავს როგორებიცაა სვანეთის განვითარების გეგმა, რეგიონის საზღვრები და ისტორიები, რომელიც როგორც ადგილობრივებისთვის ისე ტურისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

“მივაგენი პირველ მეგზურს, რომელიც ბაბუაჩემმა დაწერა. პირველ მოხსენებით ბარათს, რომელიც მოსკოვში წაიკითხა სვანეთის მომავლის შესახებ, ასევე სვანეთი რესურსების შესახებ, რომ აქ არის უამრავი, როგორც ლანდშაპტის ისე კულტურული მემკვიდრეობის მხრივ ეს არის ყველაზე საინეტერესო მხარე და ეს გახდება იმ დროინდელი საბჭოთა ქვეყნისთვის მეორე შვეიცარია, ტურიზმისა და ალპინიზმის კერა.

ასევე ბალნეოლოგიური კურორტი, რადგანაც აქ ბევრი მჟავე წყალია, ბაბუაჩემს მთელი სვანეთი ფეხით ჰქონდა მოვლილი და შესწავლილი ჰქონდა ამ წყლების შემადგენლობა. ვფიქრობ, რომ ბაბუაჩემს ჰქონდა წინასწარმეტყველური უნარი, ჯერ მარტო იმ მოხსენებით ბარათში, რომელიც მოსკოვში წაიკითხა, წერს, რომ სვანეთი გადაიქცევა მეორე შვეიცარიად, ოღონდ ტბების გარეშე. ეს იქნება ტურიზმის კერა, რომელიც ძალიან ბევრ ვალუტას შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში.”-აცხადებს რუსუდან ნავერიანი.

სვანეთის ტურიზმი სათავეებიდან დღემდე- ასე ერქმევა მეგზურს, რომელიც ისეთ ისტორიებს გააერთიანებს. ახალი ისტორიულ-კულტურული გზამკვლევი ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით დაიბეჭდება და გამოიცემა. როგორც იდეის ავტორი აცხადებს, ისტორიული გზამკვლევი, რომელიც ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით არის შექმნილი, სვანეთში ჩამოსულ ტურისტებს იმ ამბებს მოუყვება, რომლის ძიებაშიც ყოველდღიურად არიან.

“უნდათ რომ უფრო მეტი გაიგონ. ხდება ისე რომ ზოგიერთი ვიზიტორების ჯგუფი ისე მიდის სვანეთიდან, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მე დავგზავრებივარ ტურისტებს და საუბარში ბევრი რაღაც გაუგიათ, როცა საერთოდ არ სმენიათ ამის შესახებ. ჩვენი პროექტი სახელია სვანეთის ტურიზმი სათავეებიდან დღემდე, ანუ სვანეთში ტურიზმის ფუძემდებლის, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მისი შვილიშვილებიპროექტი “GRETA”-ს ფინანსური შეწევნით ვახორციელებთ ჩვენს მიზანს. ნაწილს ისინი გვიფინანსებენ, ნაწილ თანხას ჩვენ ვიხდით.”-ამბობს რუსუდან ნავერიანი.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებული პროექტის, “GRETA”-ს დახმარებით, ნავერიანების საარქივო მასალებზე დაყრდნობით მეგზური სამ ენაზე დაიბეჭდება. სამომავლოდ კი გეგმაშია გზამკვლევის გაციფრულებაც.

“სვანეთის გზამკვლევი, ეს არის პროექტ გრეტა-ს ფარგლებში ტურისტული ინიციატივების საგრანტო კომპონენტის გამარჯვებული იდეა. ცხადია გამარჯვებულიც იმიტომ არის, რომ ყველა კრიტერიუმების გათვალისწინებით ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შექმნას და განვითარებას.

იდეა როგორც შინაარსულად არის საინტერესო, ასევე შეასრულებს სვანეთის კულტურული საგანძურის გავრცელების ფუნქციას და პოტენციური ტურისტების მოზიდვას. პროექტის ფარგლებში მოხდება ტურისტული გზამკვლევის დიზაინის შექმნა და პუბლიკაცია.”-აცხადებს შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი თინათინ გენებაშვილი.

პროექტ “GRETA”-ს მხარდაჭრით სვანეთის ბრენდინგიც მიმდინარეობს, რომელიც ფინალურ ფაზაშია. სვანეთის ვიზუალური და სტრატეგიული ბრენდინგი რეგიონში ტურიზმის სწორი მიმართულებით განვითარების, პოზიციონირებისა და ეკონომიკური აქტივობის გაზრდის წინაპირობა უნდა გახდეს.

ცნობისთვის, პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka