29.ივნისი .2022 20:00

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა
views 585
უკან

ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი 2009 წლიდან მესტიაში დასახლდა და სვანეთის ტურიზმის განვითარება დაიწყო. ამ ეტაპზე რიჩარდი სვანეთში, სოფელ ბეჩოში სასტუმრო ბიზნესს ფლობს და პარალელურად, ცდილობს ტურისტებს სვანეთის ჯერ კიდევ უცნობი ადგილები გააცნოს.

ბევრი ლაშქრობის შემდეგ ე.წ. გზამკვლევიც შექმნა, რომელმაც თავდაპირველად სვანეთის მასშტაბით თავდაპირველად 96 ტურისტული მარშრუტი მოიცვა.

“ამ წიგნში 96 სალაშქრო მარშრუტი მოხვდა, რომელიც ტურისტმა ფეხით უნდა გაიაროს ან თხილამურებით ისრიალოს ან ცხენით იჯირითოს. მეორე წიგნი, რომლის დაბეჭდვაც მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ “GRETA”-ს მიერ, სვანეთის მარშრუტებთან ერთად გააერთიანებს მაღალ მთიან რაჭასაც.

ანუ დაემატება კიდევ 22 მარშრუტი. ეს არის გზამკვლევი, რომელიც ყველაზე მეტად მაშინ დაგჭირდება, როცა ლაშქრობას ამ რეგიონებში დაგეგმავ", - აცხადებს სასტუმრო "GRAND HOTEL USHBA"-ს თანადამფუძნებელი რიჩარ ბაერუგი.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილ პროექტ “GRETA”-ს დახმარებით კი, მარშრუტების არეალიც გაფართოვდა და რიჩარდ ბაერუგის ახალმა წიგნმა სვანეთის სალაშქრო მარშრუტებთან ერთად ზემო რაჭაც მოიცვა.

ჯამში, პროექტის დახმარებით, ტურისტებს 120 ჯერ კიდევ მათთვის უცნობ ტურისტულ ბილიკზე ექნებათ ინფორმაცია.

“სვანეთს ულამაზესი ბუნების, მთების და ახალი ადგილების სახით, რომელიც ჯერ კიდევ უცხოა, აქვს ძალიან დიდი აქტივი. ამ წიგნში კი, რომლის დაბეჭდვაც ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და შვედეთის დაფინანსებით პროექტ "GRETA"-ს მეშვეობით ხორციელდება, აერთიანებს სწორედ ამ ახალ მარშრუტებს.

მე ყველას ვურჩევ, რომ ჩამოვიდნენ სვანეთში, აიღონ ეს წიგნი და დაიწყონ, ახალი მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების აღმოჩენა", - აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში ტურიზმის სექტორში მომუშავე მეწარმეების მხარდაჭერა ხდება. დონორების დახმარებით ბენეფიციარები პროფესიულ გადამზადებას გადიან და ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესი განავითარონ.

“პროექტი “GRETA” მდგრადი სამთრო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მუშაობს. ამ კუთხით 32 მცირე და საშუალო მეწარმე გვყავს, რომელსაც მხარს ვუჭერთ. მხარდაჭერა კი გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად, ვეხმარებით თავიანთი ობიექტების აღჭურვაში იმისთვის, რომ ტურიტებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ. ეს აღჭურვილობა შეიძლება იყოს როგორც სამზარეულოს მოსაწყობად საჭირო, ასევე მზის პანელები", - ამბობს პროექტ “GRETA”-ს ხელმძღვანელი რიკარდო მონტანარი.

როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, პროექტის მიზანია სამთო ტურიზმის განვითარებით კიდევ უფრო მეტად მოხდეს მაღალმთიანი რეგიონების პოტენციალის ათვისება, რაც მათი განმარტებით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შემოსავლის წყაროს გაუჩენს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესებს, რომ გაზარდონ შემოსავლები და გააჩინონ ახალი სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ ფინანსებზე წვდომა. მაღალმთიან რეგიონებში პროექტ “GRETA”-ს დახმარებით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ ადგილობრივ მეწარმეებს ვეხმარებით როგორც ორგანული სოფლის მეურნეობის ისე სამთო ტურიზმის განვითარებაში, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ აქ არის ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი. ასევე ძალიან მნიშნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის ბუნებრივი სილამაზე, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებშია", - აცხადებს დომინიკ პაპენჰაიემი ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ცნობისთვის: პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა