19.სექტემბერი .2019 13:02

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

views 240
უკან

$571,100,000 - არის ის თანხა, რაც საქართველომ 2019 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექპორტირების შედეგად მიიღო. მთლიანობაში EU-ს ქართული ექსპორტის 23.7% უჭირავს.

საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირთან მთლიანი საგარეო ბრუნვა 2019 წლის 8 თვეში 3.7%-ით შემცირდა, რაც ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტის კლებას უკავშირდება. ჯამურად საქართველომ ევროკავშირიდან $1,479,100,000-ის ღირებულების საქონელი შეისყიდა, რაც წინა წელთან მიმართებით 11.6%-ით ნაკლებია. 

ჯამურად საქართველოს ექსპორტი $2,411,600,000-ს შეადგენს, რაც წინა წელთან მიმართებით 12%-ით მეტია, ხოლო რეექსპორტის გარეშე ქართული ექსპორტი თითქმის მილიარდი დოლარით ნაკლებია და  $1,495,100,000-სს შეადგენს. წმინდა ექსპორტის ზრდა 2.4%-ია. 

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია $1,274,000,000 დოლარის საქონელი, რაც 24.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1,494,200,000 დოლარს გაუტოლდა (14.7 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.1%-ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2,768,100,000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია. 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, კი საქართველოს ექსპორტში რუსეთი ლიდერობს, სადაც იანვარ-აგვისტოში $338,665,300-ის საქონელია ექსპორტირებული. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 20%-ით მეტია. 

ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი ხორციელდება ბულგარეთია, იანვარ-აგვისტოში ბულგარეთში $190,816,800-ის საქონელი გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა