საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო წარმატებით უახლოვდება ევროკავშირს ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე. მათ შორის იზრდება ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამაც ბოლო 8 წელია, ჯამში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
"შეთანხმების ხელმოწერიდან მე-8 წლისთავზე, მის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისათვის, თუმცა მთავარი შედეგი, რაც ამ პროგრესმა განაპირობა, არის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რითაც სრულიად ახალ - გაწევრიანების ეტაპზე გადავედით.
დღეს ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (24%) და ეროვნული პროდუქციის ექსპორტის 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, რასაც ბიძგი მისცა შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) კომპონენტმა; განხორციელებული გვაქვს შეთანხმებით გათვალისწინებული ევრო-რეგულაციების და ევრო-დირექტივების დაახლოებით 45%; ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით; წარმატებით ვმონაწილეობთ ევროკავშირის არაერთ ჩარჩო პროგრამაში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ სააგენტოებთან. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისად იზრდება ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამაც ბოლო 8 წელია, ჯამში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა აგრძელებს შეთანხმებითა და ასოცირების ახალი დღის წესრიგით გათვალისწინებული, საკმაოდ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თითქმის ყველა წინაპირობას მოიცავს და პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან"-აცხადებს მინისტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს