07.ივლისი .2020 18:38

ევროკავშირის ეკონომიკა პანდემიისგან ნავარაუდევზე დიდ დარტყმას მიიღებს - ევროკომისარი

views 337
უკან

ევროკავშირის აღმასრულებელი კომიტეტი აცხადებს, რომ ევროზონის ეკონომიკა ნავარაუდევზე დიდ დარტყმას მიიღებს პანდემიისგან, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით არის გამოწვეული, რომლის მოხსნა ძალიან ნელა მიმდინარეობს.

„ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს, საერთო ჯამში, სავარაუდოდ, 8.7%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 6.1 %-ით გაიზრდება", - ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

თუმცა ევროკომისარი აღნიშნავს, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ვარაუდია, რადგან ჯერ ისევ სახეზეა გაურკვეველობა, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.

ცნობისთვის: მაისის დასაწყისში ევროკავშირის კომისია 2020 წელს ევროზონის ეკონომიკის - 7,7%-იან შემცირებას, 2021 წლისთვის კი - 6,3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

ჯენტილონის განცხადებით, ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა მომდევნო თვეებში იქნება სწორი ბალანსის პოვნა ევროკავშირის ეკონომიკის გახსნის აუცილებლობასა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას შორის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა