მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი კახეთს ესტუმრება

5ef37fffb0954
BM.GE
24.06.20 20:50
1042
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ესტუმრება კახეთს, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად.

2020 წლის 25-26 ივნისს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კახეთში (კერძოდ, თელავს, ლაგოდეხს, ყვარელს, შილდას, იყალთოსა, და სხვ.) ჩავა ევროკავშირის მიერ რეგიონისთვის გაწეული მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი მოინახულებს:

–ენერგოეფექტურობის ორ პროექტს, რომლებმაც თელავსა და შილდაში ჩატარებული სამუშაოებისთვის მოიპოვეს საერთაშორისო ჯილდო;
–სმენისა და მეტყველების სახლს თელავში, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება;
–ყვარლის ორ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომლებმაც ბიზნესის საწარმოებლად დახმარება მიიღეს;
–სოფლის მეურნეობის პროექტებს სოფელ თამარიანში, რომლებიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ნერგავენ;
–ტყეების კონსერვაციის ინიციატივას ლაგოდეხში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, მედიის შეკითხვებს იყალთოს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, 25 ივნისს, 12:15 სთ-ზე უპასუხებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, ხოლო ყოველწლიურად გაწეული დახმარების მოცულობა 350 მილიონ ლარს აღემატება. ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური და კერძო სექტორის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, განათლება, საჯარო მმართველობა, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და კულტურა.