13.სექტემბერი .2019 11:44

ევროკავშირის ელჩი მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას აფასებს

views 451
უკან

ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰერცელის განცხადებით, ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობას იწყებს, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ხაზარაძის მიერ მასსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას შეეხებოდა, კარლ ჰერცელმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან დეტალები არ იცის.

"მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ფაქტობრივ გარემოებებს არ ვიცნობ. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ახალ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობა ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის. ზოგადად, მნიშვნელოვანია, როგორ ჩაეწერება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკურსში. პოლიტიკური დისკურსის გამრავალფეროვნება პოზიტიურია ქვეყნის განვითარებისთვის", -აცხადებს კარლ ჰერცელი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ის დავა, რომელიც ბანკის წინააღმდეგ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა წამოიწყო. როგორც ხაზარაძე ამბობს, არსებობდა გარკვეული სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილი, კონკრეტული მოსამართლის ხელშეწყობით თანხებს იღებდა.

ამასთან, ხაზარაძემ გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დაარსა და განაცხადა ,რომ პოლიტიკურ პარტიას ოქტომბერში დააფუძნებს.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა