მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი ხვალ ფოთს ეწვევა

60d4b5d0c6464
BM.GE
24.06.21 22:00
509
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად ფოთს ეწვევა, ხვალ, 25 ივნისს, ფოთს ეწვევა. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იტყობინება, ააიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოწვევით, ის მოინახულებს ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს, შეხვდება აკადემიის სტუდენტებს და მეზღვაურებს და მიმართავს სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იქნება ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერება, საზღვაო გარემოს დაცვა, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციისთვის განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. ეს რეფორმები ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება გარემოს დაცვას და ხელს უწყობს მდგრადი საზღვაო ტრანსპორტირების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს რეგიონის მთავარი სატრანზიტო ჰაბი", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.