მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ლიდერები ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტზე შეთანხმდნენ

5ea1f0aaa413b
თამთა ჯიჯავაძე
23.04.20 23:45
922
ევროკავშირის ლიდერები ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტზე შეთანხმდნენ. გეგმა მოიცავს მილიარდობით ევროს მობილიზებას ევროპის ეკონომიკის დასახმარებლად. შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებმა ვიდეო კონფერენციის შედეგად მიაღწიეს. დახმარების პაკეტი ევროპული ბლოკის შვიდწლიან ბიუჯეტთან იქნება დაკავშირებული. ევროკომისია ამჟამად დახმარების გეგმის დეტალებზე მუშაობს.

ლიდერებმა ასევე დაადასტურეს, რომ 1 ივნისიდან არსებული მექანიზმის ფარგლებში 540 მილიარდი ევროს მობილიზება მოხდება კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზეწოლის შესამსუბუქებლად.

შეგახსენებთ, იტალიამ, რომელიც ევროპაში პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, გასაკუთრებით მდიდარ ქვეყნებს, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გამოეჩინათ.