მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის მარეგულირებელი J&J COVID-ვაქცინზე გადაწყვეტილებას მარტში გამოაქვეყნებს

602d0daf914ac
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.21 16:54
537
კომპანია Johnson & Johnson-მა ევროპის წამლის სააგენტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის მარეგულირებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნა მიიღეს და ვაქცინას რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლიან.

მათი განცხადებით, J&J COVID-ვაქცინის შესახებ გადაწყვეტილებას მარტის შუა რიცხვებისთვის გამოაქვეყნებენ.

Johnson & Johnson-ის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი უკვე მეოთხე ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობასაც ევროპის წამლის სააგენტო ამოწმებს. ევროკავშირისგან თანხმობა უკვე მიიღეს კომპანია Pfizer-მა და AstraZeneca-მ.

შეგახსენებთ, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა იქნება საკმარისი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად, ხოლო ვაქცინის ეფექტიანობა 85%-ია.