მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის მოქალაქეებს ბრიტანეთში დასაქმების უფლება შეეზღუდებათ

5ec3b473ac503
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.20 21:00
1087
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ქვეყნის შრომის ბაზართან თავისუფალი წვდომის შეზღუდვას მხარი დაუჭირა. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კანონპროექტს მხარი 351-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 252-ი წინააღმდეგი წავიდა. ამის შემდეგ პროექტს ლორდთა პალატა განიხილავს.

პროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის, ასევე ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში დასაქმებას თავისუფლად ვეღარ შეძლებენ. ყველაზე მეტი შანსი ექნებათ ევროკავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დამსაქმებელი თავად მიიწვევს.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წლის 31 იანვარს დატოვა.