მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის მხარდაჭერით მესტიაში სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსი იწყება

5e2e98b430daa
თელარა გელანტია
27.01.20 11:58
902
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა ავსტრია, PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით აცხადებს საგრანტო კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში ეკონომიკური განვითარების, სოციალური და არაკომერციული პროექტების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.

პროექტი „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში-ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“ ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას; აგრეთვე ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევების ინსტიტუციონალიზაციას სამოქალაქო ორგანიზაცია „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“-ს შექმნისა და გაძლიერების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ნაწილობრივ დაფინანსებას. პროექტის აღნიშნული კომპონენტები ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი ე.წ. LEADER მიდგომის გამოყენებით.

საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა – 15 მარტი 2020 წ. 18:00 სთ.

პროექტის დეტალები იხილეთ ბმულზე.