20.ივლისი .2020 22:41

ევროკავშირის ქვეყნები ფინანსური დახმარების პაკეტზე ვერ თანხმდებიან

views 452
უკან

სამდღიანი განხილვების მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები COVID-19-ის გავლენის შესამსუბუქებელი ფინანსური დახმარების რესურსის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი ინიციატივით გამოვიდა გამოიყოს $857 მლრდ-ის ოდენობის ფინანსური რესურსი, რათა შემცირდეს კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე, აქედან $571 მლრდ გათვალისწინებული იქნება გრანტების სახით.

CNN-ის მიხედვით, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი ამ ინიციატივის წინააღმდეგნი არიან, რადგან შიშობენ რომ სხვა ქვეყნების დასაფინანსებლად, თავად მოუწევთ ვალების აღება.

„ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნული საგრანტო სისტემა“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ. 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი და იტალია საგრანტო პოლიტიკას მხარს უჭერენ.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განხილვები გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა