მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირში წლიურმა ინფლაციის დონემ 9.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უშუალოდ ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6% შეადგინა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება მაისის მაჩვენებელს.
ევროკავშირის მასშტაბით, ინფლაცია ყველაზე მაღალი ესტონეთში (22.0%), ლიეტუვასა (20.5%) და ლატვიაში (19.2%) ფიქსირდება; ხოლო სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ყველაზე დაბალი მალტაში (6.1%), საფრანგეთსა (6.5%) და ფინეთშია (8.1).
ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გასულ თვესთან შედარებით ენერგორესურსების 4.2%-იანი გაძვირებით, სურსათის ფასების 1.9%-იანი ზრდითა და სერვისების 1.4%-ით გაძვირებითაა განპირობებული.
გთავაზობთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რეიტინგს ინფლაციის დონის მიხედვით:
1. ესტონეთი - 22.0%
2. ლიეტუვა - 20.5%
3. ლატვია - 19.2%
4. ჩეხეთი - 16.6%
5. ბულგარეთი - 14.8%
6. პოლონეთი - 14.2%
7. რუმინეთი - 13.0%
8. სლოვაკეთი - 12.6%
9. უნგრეთი - 12.6%
10. ხორვატია - 12.1%
11. საბერძნეთი - 11.6%
12. სლოვენია - 10.8%
13. ბელგია - 10.5%
14. ლუქსემბურგი - 10.3%
15. ესპანეთი - 10.0%
16. ნიდერლანდები - 9.9%
17. ირლანდია - 9.6%
18. ევროკავშირი - 9.6%
19. დანია - 9.1%
20. პორტუგალია - 9.0%
21. კვიპროსი - 9.0%
22. შვედეთი - 8.9%
23. ავსტრია - 8.7%
24. ევროზონა - 8.6%
25. იტალია - 8.5%
26. გერმანია - 8.2%
27. ფინეთი - 8.1%
28. საფრანგეთი - 6.5%
29. მალტა - 6.1%
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი