მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის რომელი ქვეყნები გაუმკლავდნენ პანდემიას ყველაზე კარგად?

600ad0ec523b1
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.21 00:00
1210
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირების დაახლოებით 97,5 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2 მილიონი ადამიანი. მსოფლიო ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედოვნეს, რომ პანდემია მალე დასრულდება. 

როგორც ვებ-გვერდი Schengenvisainfo წერ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მდგომარეობა ნოემბერში გაუარესდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. თუმცა, რამდენიმე ქვეყანა მაინც გამოირჩეოდა ინფექციის მართვის კუთხით, მათ შორის არის ფინეთი, ნორვეგია და გერმანია.

ამ ქვეყნებში კი კოვიდ-რიცხვები შემდეგნაირად გამოიყურება:

ფინეთი

•მოსახლეობა: 5,545,543
•კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა: 41,565
•კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა: 632
•ჩატარებული ტესტების მთლიანი რაოდენობა: 2,690,257
•კოვიდით ინფიცირების აქტიური შემთხვევები: 9,933
•კოვიდით ინფიცირების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე: 7,495
•კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე: 114

ნორვეგია

•მოსახლეობა: 5,444,671
•კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა: 60 259
•კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა: 544
•ჩატარებული ტესტების მთლიანი რაოდენობა: 3,242,808
•კოვიდით ინფიცირების აქტიური შემთხვევები: 9 880
•კოვიდით ინფიცირების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე: 11 067
•კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე: 100

გერმანია

•მოსახლეობა: 83,932,450
•კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა: 2,108,895
•კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა: 51,151
•ჩატარებული ტესტების მთლიანი რაოდენობა: 37,449,922
•კოვიდით ინფიცირების აქტიური შემთხვევები: 277,544
•კოვიდით ინფიცირების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე: 25,126
•აკოვიდით გარდაცვალების შემთხვევები 1 მილიონ მოქალაქეზე:609.