მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის საცალო გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა - Eurostat

5f2bdc0723e6f
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 22:20
942
ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო Eurostat-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნების გაყიდვები 99.7%-ით არის გაზრდილი ივნისში, თებერვლის თვესთან შედარებით.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის გაყიდვები განსაკუთრებით შემცირებული იყო არასაკვებ პროდუქტზე მარტი-აპრილის პერიოდში, მაშინ როდესაც ქვეყნების უმეტესობაში მკაცრი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. დოკუმენტის მიხედვით, განსაკუთრებით დაზარალდა ტექსტილის, ტანისამოსის და ფეხსაცმლის მიმართულება.

ასევე აღნიშნული 2 თვის განმავლობაში, საწვავზე მოთხოვნა შემცირებული იყო 43.3%-ით, წიგნებზე და საკანცელარიო პროდუქტებზე - 40.7%-ით, ელექტრონულ საქონელზე და ავეჯზე - 34.5%-ით.

საცალო პროდუქტების გაყიდვებზე ზრდა ფიქსირდება მაისის თვიდან, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებმა საგანგებო მდგომარეობის მოხსნა დაიწყო, ხოლო ივლისის თვეში  მოთხოვნა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.

ივნისის თვეში, მოთხოვნა ტექსტილზე, ტანისამოსზე და ფეხსაცმელზე 20.5%-ით გაიზარდა , რაც მაისთან შედარებით 130.7 პროცენტიანი ზრდაა.