მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება

5e6fd5abd6880
თამთა ჯიჯავაძე
17.03.20 00:15
1561
ევროკავშირის საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, შეზღუდვა 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. აკრძალვა არ შეეხება ევროკავშირის რეზიდენტ პირებს, მათი ოჯახის წევრებს და მედიკოსებს.

გარდა ამისა, ბრიუსელის განცხადებით, შეიქმნება ე.წ სწრაფი მწვანე ზოლები გზებზე, სადაც პრიორიტეტი ექნება სამედიცინო ტვირთის, საკვები პროდუქტის გადამზიდ ტრანსპორტს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, მსგავსი ზომები აუცილებელი იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.