მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის სულ მცირე 12 ქვეყანა დარწმუნებულია, რომ ივლისში მოსახლეობის 70% აცრილი იქნება

607ec563d2dad
თათია კაკიაშვილი
20.04.21 21:50
715
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან მინიმუმ 12 დარწმუნებულია, რომ ივლისში მოსახლეობის ვაქცინაციის მიზანს მიაღწევს და მოქალაქეების 70% აცრილი იქნება, თუმცა ამ დროისთვის არ სახელდება, კონკრეტულად რომელი ქვეყნები მოახერხებენ მოსახლეობის დიდი ოდენობით აცრას. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულის დასაწყისში საკმარისი რაოდენობის დოზები გვექნება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოსახლეობის თითქმის სრულად აცრას მოახერხებენ. ვფიქრობთ, რომ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოსახლეობის 70% ივლისში უკვე აცრილი იქნება, დღითიდღე მოიმატებს“, - განაცხადა ევროპის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა.

ტიერი ბრეტონმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ევროპას წელს ზაფხულის ტურისტული სეზონი ექნება, განაცხადა, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობით აცრა მნიშვნელოვანია საკურორტო სეზონის დაწყებამდე და "გვირაბის ბოლოს სინათლის" უზრუნველსაყოფად.

ამასთან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნები Pfizer-BionTech-ის წარმოებულ 50 მილიონზე მეტ დოზა ვაქცინას მიიღებენ, ხოლო AstraZeneca-სგან 70 მილიონ დოზას ელოდებიან.