მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიარდ ევროს გამოყოფენ

5e903b4b7c6e3
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.20 14:38
2511
ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ფინანსური დახმარება სხვა მიზნებთან ერთად მიმართული იქნება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად. შეთანხმებული ფინანსური პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება. აქედან 240 მილიარდი ევრო გამოიყოფა სტაბილიზაციის ევროპული მექანიზმის (ESM) ფარგლებში კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის. კიდევ 200 მილიარდი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) კომპანიებისთვის კრედიტებისთვის არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, დროებით ფონდის შექმნა იგეგმება, რომლიდანაც თანხები ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება. ფონდის მუშაოაბასა და მისი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

როგორც მიღწეულ კომპრომისთან დაკავშირებით საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, ევროპამ ამგვარად აჩვენა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს ამ კრიზისის გამოწვევებს.

"შესანიშნავი შეთანხმება შედგა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს შორის კორონავირუსზე ეკონომიკურ რეაგირებასთან დაკავშირებით. 500 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი იქნება დაუყოვნებლივ. სტიმულირების პაკეტი აჩვენებს, რომ ევროპა წინ აღუდგა სიტუაციის სერიოზულობას",- წერს ბრუნო ლე მერი.

ევროჯგუფის თავმჯდომარე მარიო ჩენტენო კი შეთანხმებას თამამს და ამბიციურს უწოდებს.

"ეს შეთანხმება თამამ და ამიციურ შეთავაზებას მოიცავს, რომელიც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ ყველას გვახსოვს გასული ათწლეულის ფინანსურ კრიზისზე რეაგირება, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა. ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად არის", – განაცხადა ვიდეოკონფერენციისას პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა და ევროჯგუფის თავმჯდომარემ მარიო ჩენტენომ.