მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კოვიდ-პასპორტს შემოიღებენ

6077040a42147
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.21 22:15
1042
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდ-პასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სერთიფიკატები საშუალებას მისცემს აცრილ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ.

წევრ სახელმწიფოთა შეთანხმება მოიცავს დებულებებს იმ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომლებიც აცრილები არ არიან, ან ვაქცინაცია არ სურთ.

Reuters-ი წერს, რომ წინადადებას ევროპარლამენტიც უნდა დაეთანხმოს და ამ საკითხის დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.