12.ივლისი .2022 23:35

ევროკავშირმა €13,8 მილიარდის რუსული აქტივები დააყადაღა

ევროკავშირმა €13,8 მილიარდის რუსული აქტივები დააყადაღა
views 444
უკან

ევროკავშირმა ამ დრომდე €13,8 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღა, რომელსაც უკრაინაში ომის გამო სანქცირებული პირები ფლობდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირები მათ შორის რუსი ოლიგარქები, ფიზიკური პირები და სხვა სუბიექტები არიან.

"ამ მომენტისთვის, ჩვენ გაყინული გვაქვს ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების, 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ," - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამჟამად ე.წ. შავ სიაში 98 კომპანია და 1 160-მდე ფიზიკური პირი ჰყავს შეყვანილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა