16.ივნისი .2021 19:55

ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა
views 275
უკან

ევროკავშირმა აშშ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მოქალაქეები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში სტუმრობას უფრო მარტივად შეძლებენ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას COVID-19-ის ტესტზე ნეგატიური პასუხით შეძლებენ. რაც შეეხება დანარჩენ რეგულაციებს, მათი დაწესება ქვეყნებს ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლიათ.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებით, აშშ-ის გარდა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ლიბია, ტაივანი, მაკაუ და ჰონგ კონგი.

CNBC-ი წერს, რომ ამ დრომდე უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში დიდი ბრიტანეთი არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უკვე სრულად აცრილია.

ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, არააუცილებელი ვიზიტები დიდი ბრიტანეთიდან "კორონავირუსის დელტა ვარიანტების გამო რჩება შეზღუდული“.