30.დეკემბერი .2020 16:28

ევროკავშირმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ევროკავშირმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა
views 467
უკან

დღეს ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობას ხელი მოაწერა, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა. დოკუმენტს ხელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.

დღის განმავლობაში შეთანხმებას ხელს, ასევე, მოაწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი.

„შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია, რომლის დროსაც ევროკავშირმა უპრეცენდენტო დონის ერთიანობა გამოავლინა. ეს სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ინტერესებს სრულად იცავს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირთან 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და 24 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ შედეგს მიაღწიეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მაშინ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება 660 მილიარდი ფუნტის ღირებულებისაა და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროპა სავაჭრო ურთიერთობას დამატებითი გადასახადების დაწესების გარეშე გააგრძელებენ.