28.ოქტომბერი .2019 14:02

ევროკავშირმა Brexit-ის ვადები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა Brexit-ის ვადები გაახანგრძლივა
views 285
უკან

ევროკავშირი Brexit-ის ვადებს ახანგრძლივებს - გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბრიუსელში მიიღეს. როგორც ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროკავშირის წევრებმა გადაწყვიტეს, დაამტკიცონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა Brexit-ის თარიღის სამი თვით გადადებაზე.


დონალდ ტუსკის თქმით, პროცესი 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადდება.


”ევროკავშირის 27 ქვეყანა შეთანხმდა, რომ დაამტკიცებენ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას Brexit-ის გადავადების შესახებ’’, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადადების თხოვნით 20 ოქტომბერს მიმართა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო. არსებული შეთანხმებით, ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა.