ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ვიდეო თამაშების ინდუსტრიის უმსხვილესი გარიგების დადასტურების გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ დღეს, მარეგულირებელმა Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის $69-მილიარდიან გარიგებას მწვანე შუქი აუნთო.
მარეგულირებლის განმარტებით, გარიგება არ არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და კომპანია Microsoft-ი იძლევა იმის პირობას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სხვა კომპანიების პლატფორმები შეუფერხებლად შეძლებენ Activision-Blizzard-ის თამაშებით სარგებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ამ შემთხვევაში Sony PlayStation-ზე Call of Duty-ს გაშვებას უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშია.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული გარიგება დაბლოკა. მარეგულირებლის განმარტებით, Microsoft-ის შესყიდვის პოლიტიკა ზღუდავს კონკურენციას და ბაზარზე მონოპოლიის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ზიანს მომხმარებელს აყენებს.
ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დამახასიათებელი შესყიდვისა და შერწყმის აგრესიული სტრატეგიის მიმართ ანტიმონოპოლიური სამსახურების დამოკიდებულება თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკაცრდება. ზემოხსენებული გარიგების დეტალებს სწავლობენ აშშ-ის მარეგულირებელიც და არ არის გამორიცხული, რომ მანაც გარიგების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღონ.
საგულისხმოა, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას Microsoft-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან Activision-Blizzard-ის შეძენით Microsoft-ის ფლაგმანი გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.
ცნობისთვის, პანდემიის დროს ვიდეო თამაშების „ბუმის“ პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება გეიმინგ ინდუსტრიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა, თავად Microsoft-მა 2020 წელს $7.5 მილიარდად Doom-ის, The Elder Scrolls Skyrim-ისა და Fallout-ის შემქმნელი სტუდია Bethesda Softworks შეიძინა.
გარდა ამისა, იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც XBOX-ის კონკურენტ პლატფორმა PlayStation-ს აწარმოებს, $3.6 მილიარდად HALO-სა და Destiny-ს შემქმნელი გეიმინგ-სტუდია Bungie შეიძინა; უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ი კი Ubisoft-ში ახორციელებს ინვესტიციას - აღნიშნული სტუდია Assassin’s Creed-ს, Far Cry-სა და Rainbow Six Siege-ს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მის მენეჯმენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ პოტენციური კონკურენტები ან საინტერესო პარტნიორი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის Microsoft-ის საბაზრო ღირებულებასა და შესაძლებლობებს.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი