მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Philip Morris-ს Swedish Match-ის $16 მილიარდად შეძენის უფლება მისცა

6357cd8160633
გიორგი თოლორდავა
25.10.22 23:30
687
ევროკავშირის კონკურენციის სააგენტომ Philip Morris-ს Cricket-ის ბრენდის სანთებელების მწარმოებელი კომპანიის, Swedish Match-ის 100%-იანი წილის 16 მილიარდ დოლარად შეძენის უფლება მისცა.

ამერიკული გიგანტი Philip Morris-ი გეგმავს, რომ 2025 წლისთვის შემოსავლის ნახევარი უკვამლო პროდუქტების რეალიზაციით მიიღოს, Swedish Match-ის შეძენაც სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული.

საქმე ისაა, რომ შვედური კომპანია თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს, Snus-სა და Snuff-ს აწარმოებს, რომელიც დაღეჭვით მოიხმარება და არ გამოყოფს კვამლს. Swedish Match-ი ზემოხსენებული პროდუქტების გლობალური ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს, შესაბამისად, მას Philip Morris-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ზოგადად, თამბაქოს გლობალურ ინდუსტრიაში Philip Morris-ი უმსხვილესი მოთამაშეა და ის აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Marlboro, Parliament, L&M, Chesterfield, Muratti და Bond.

Philip Morris-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 87 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში 71-ე ადგილზეა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.